Saturday, December 11, 2010

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
ქართული ანბანის წარმოშობის ისტორია

სწავლების საფეხური
V კლასი

მოსწავლეთა პროფილი
16  მოსწავლე



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას, მოისმენენ სხვადასხვა მეცნიერთა თეორიებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  დააკვირდებიან, განვითარების რა საფეხურები გაიარა ქართულმა ანბანმა.
მოცემული გაკვეთილი მოსწავლეებს განუვითარებს მოსმენის, გაანალიზების, კრიტიკული აზროვნების უნარებს.




გაკვეთილის მიზნები და შედეგები

. V. 1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
  • ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და განარჩევს მათში ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
  •  მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად სვამს კითხვებს;
  •  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად / უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა / აღმაშფოთა და სხვა);

. V. 3. მოსწავლე აღიქვამს და მართებულად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
§  მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
§  ამოიცნობს და შესაბამის კონტექსტებში მართებულად იყენებს ზმნის დრო-კილოთა სათანადო ფორმებს (მაგალითად: გააკეთა - აკეთებდა - გაუკეთებია და სხვა);
§  საუბრის თემის, ადრესატისა და მიზნის მიხედვით ირჩევს შესაბამის სტილს.  

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან სალექციო ტიპის გაკვეთილის მოსმენა, ჩანიშვნების გაკეთება, დისკუსიის წარმართვის მარტივი ხერხები.


შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან მოსმენის, დაკვირვების, მსჯელობის, აზრის გამოხატვის უნარების მიხდვით, როგორც ინდივიდუალური განმავითარებელი, ისე ინდივიდუალური განმსაზღვრელი შეფასების მიხედვით ( იხ.  დანართი ).

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

V კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო, ფორმატი, საწერი კალმები, კომპიუტერი, პროცესორი, საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული მასალა, ფორმaტზე გამზადებული შეფასების რუბრიკა.




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში მუშაობენ ინდივიდუალურად, ისმენენ გაკვეთილის ლექციურ ნაწილს, აანალიზებენ მოსმენილს და აკეთებენ ჩანაწერებს.
აქტივობების მიმდევრობა:
·      მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას.   (1 წთ.)
·     სთხოვს მათ, დაფიქრდნენ და გაიხსენონ, რა იციან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მათი პასუხების მიხედვით ავსებს დაფაზე წინასწარ გაკრული ცხრილის „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ პირველ გრაფას. (6-7 წთ.)
·     შემდეგ წაიკითავს შეგროვებულ ინფორმაციას და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ და თქვან, რის გაგებას ისურვებდნენ ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ (მასწავლებელი თან ავსებს ცხრილის მეორე გრაფას) (3-4 წთ.)
·     მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი იწყებს მომზადებული პრეზენტაციის ჩვენებას, წინასწარ კი მოსწავლეებს აძლევს დავალებას, მოიმარჯვონ საწერი კალმები და ფურცლები და ჩაინიშნონ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები. თითოეული სლაიდის შესახებ მასწავლებელი დაწვრილებით საუბრობს. (23–25 წთ.)
·     პრეზენტაციის ჩვენების შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით ჩამოთვალონ, რა შეიტყვეს ახალი, რომელი მოსაზრება იყო მათთვის  ყველაზე უფრო მისაღები და საინტერესო. პარალელურად მასწავლებელი ავსებს ცხრილის მესამე გრაფას.(5 წთ.)
·     მასწავლებელი ცხრილის მიხედვით ისაუბრებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გაკვეთილს, რა ახალი ინფორმაცია და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა და მათაც სთხოვს, გამოთქვან თავიანთი აზრი.(2 წთ.)
·      ბოლოს მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას, დაწერონ მცირე ზომის თხზულება„ჩემი ანბანი“.(2 წთ.)